მეუფე შიო იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნებაზე: მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა

მეუფე შიო იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნებაზე: მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, - განაცხადა მეუფე შიომ იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მეუფე შიომ საპატრიარქოში იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლინა პარაკლისი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

„დღეს აღვნიშნავთ შესანიშნავ მოვლენას, ამ დიდებული ხელნაწერის, პალიმფსესტის საქართველოში ჩამოტანას და ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ისტორიულ სიძველეებსა და მათ მნიშვნელობაზე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.