თამარ ჩიბურდანიძე: იმ 495 ევროდეპუტატმა, რომელმაც საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარი, როგორც ჩანს არ იცის, რომ ევროკავშირის დაფუძნების უმთავრესი მიზანი სუვერენული სახელმწიფოების ერთობა იყო

თამარ ჩიბურდანიძე: იმ 495 ევროდეპუტატმა, რომელმაც საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარი, როგორც ჩანს არ იცის, რომ ევროკავშირის დაფუძნების უმთავრესი მიზანი სუვერენული სახელმწიფოების ერთობა იყო

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ის სცენარი, რასაც ევროკავშირის წარმომადგენლები მიჰყვებიან, აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას ეკუთვნის, მათ შორის, ის რეზოლუციაც, რაც საქართველოს მიმართ მიიღეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, იმ 495 ევროდეპუტატმა, რომელმაც საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარი, როგორც ჩანს არ იცის, რომ ევროკავშირის დაფუძნების უმთავრესი მიზანი სუვერენული სახელმწიფოების ერთობა იყო.

„ეს ლობისტები და პოლიტიკოსები საქართველოს, როგორც დიდ და მსუყე ლუკმას, არ თმობენ. სააკაშვილის ხელისუფლებამ ისინი მიაჩვია, რომ საქართველო მათი მონა-მორჩილი უნდა იყოს. როცა მონობიდან თავს იხსნი, ბრძოლა გიწევს და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ ახლა. 

საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ მიღებული დღევანდელი რეზოლუცია ნამდვილად სამარცხვინო აქტია მათივე ისტორიისთვის. როგორც ჩანს იმ 495 ევროდეპუტატს, რომელმაც ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, არ წაუკითხავს ევროკავშირის შექმნის ისტორია; არ იციან ის, რომ ევროკავშირის დაფუძნების უმთავრესი მიზანი სუვერენული სახელმწიფოების აღიარება და მათთვის სუვერენიტეტის შენარჩუნება იყო. მათი სუვერენიტეტის, უფლებების, დემოკრატიის, მოსახლეობის არჩევანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების დაცვა. მათ კი დღეს ეს ყველაფერი გადახაზეს. მათ ამით არა მარტო ქართველი ხალხის ღირსება შეურაცხყვეს, არამედ საკუთარი სინდისიც ფეხქვეშ გათელეს“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.