ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს „საქართველოში სტალინის მზარდი კულტისა და საბჭოთა ნოსტალგიის ზრდის გამო, რომელსაც მხარს უჭერს მთავრობა“

ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს „საქართველოში სტალინის მზარდი კულტისა და საბჭოთა ნოსტალგიის ზრდის გამო, რომელსაც მხარს უჭერს მთავრობა“

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში გამოთქმულია წუხილი ქვეყანაში სტალინის კულტისა და მასთან დაკავშირებული ნოსტალგიის ზრდის გამო.

„ევროპარლამენტი წუხს სტალინის მზარდი კულტისა და მასთან დაკავშირებული საბჭოთა ნოსტალგიის ზრდის გამო საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი მთავრობა, რაც ხაზს უსვამს მის უფრო მჭიდრო კავშირს რუსეთთან“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია საქართველოს შესახებ დღეს მიიღო. დოკუმენტს მხარი ევროპარლამენტის 495 წევრმა დაუჭირა, 73 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86 თავი შეიკავა.