ლევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე: ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სამშობლო, მათთვის ქვეყანა არის მხოლოდ ტერიტორია, რაზეც ცხოვრობენ, შესაბამისად, განსხვავდება ჩვენი ინტერესები

ლევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე: ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სამშობლო, მათთვის ქვეყანა არის მხოლოდ ტერიტორია, რაზეც ცხოვრობენ, შესაბამისად, განსხვავდება ჩვენი ინტერესები

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევის შედეგებს აფასებს.

„ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სამშობლო, ჩვენ გვაქვს მშობლიურობის და ეროვნულობის განცდა. მათთვის ქვეყანა არის მხოლოდ ტერიტორია, რაზეც ცხოვრობენ, შესაბამისად, განსხვავდება ჩვენი ინტერესები. ოპოზიციასთან მიმართებაში რა ციფრებიც ვიხილეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ლახავს ბარიერს, ეს ყველამ ვიცით. „ახალიც“ სავარაუდოდ, გადალახავს ბარიერს და ეს ერთი და იგივე ორგანიზმია, იქ მხოლოდ ციფრები - 5 და 4 განსხვავდება ერთმანეთისგან. „ლელო“ ახლოს არის ბარიერთან, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, ვერ ლახავს და გახარიას ფაქტობრივად, ნულოვანი შანსი გააჩნია ამ ბარიერის გადალახვის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მან საქართველოს შიდა საქმეებში გარე აქტორების ჩარევის შესახებაც ისაუბრა.

„ასეთი უპრეცედენტო ჩარევა შიდა საქმეებში, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში გარე აქტორების მხრიდან, მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ მინახავს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.