ჩეხი ევროპარლამენტარი: საქართველოს საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ქართველებმა უკეთ იციან თავიანთი ინტერესები, ვიდრე ჩვენ

ჩეხი ევროპარლამენტარი: საქართველოს საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ქართველებმა უკეთ იციან თავიანთი ინტერესები, ვიდრე ჩვენ

უნდა გავიაზროთ, რომ ქართველებმა უკეთ იციან თავიანთი ინტერესები, ვიდრე ჩვენ, - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ჩეხმა ევროპარლამენტარმა, ონდრჟეი დოსტალმა.

ჩეხმა ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს არჩევნებში ჩარევას.

„არჩევნების ჩატარებამდე არჩევნების შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენება, იმის თქმა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს არასწორია, ან თუ ოპოზიცია წააგებს ეს არასწორია, ეს არ არის ფარისევლობა? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ქართველებმა უკეთ იციან თავიანთი ინტერესები, ვიდრე ჩვენ“, - დასძინა მან.

ლაზი მადლობა, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
1 თვის უკან
არაგველი641 აი კაცი!!!
1 თვის უკან