ნინო ახობაძე: ერთი მერაბ კოსტავა მეყოფა-მთელს ევროპას და ამერიკას რომ ვანახო-როგორი უნდა იყოს კაცი! …გვაცხოვრეთ ამ ქაოსურ სამყაროში თქვენი ბინძური პოლიტიკური ამბიციების და ფსევდოლიბერალური ვნებების გარეშე!

ნინო ახობაძე: ერთი მერაბ კოსტავა მეყოფა-მთელს ევროპას და ამერიკას რომ ვანახო-როგორი უნდა იყოს კაცი! …გვაცხოვრეთ ამ ქაოსურ სამყაროში თქვენი ბინძური პოლიტიკური ამბიციების და ფსევდოლიბერალური ვნებების გარეშე!

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ხალხო! აი, ვკითხულობ(დავდივარ ნიუს-ფიდში)თქვენს პოსტებს და სულ ავირიე, რაღაც გაორებული თუ გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა ისედაც გზააბნეულს;

თითქმის ყველა თანამოაზრე დამრჩით აქ და მეც თქვენსავით გაბრაზებული ვარ, ოღონდ ვისზე-ზუსტად არ ვიცი.

რაღაც ძალიან განვაზოგადეთ ეს ორი სიტყვა-"ევროპა" და "ამერიკა";

ისევე როგორც რუსეთი; კი ბატონო, ნურც ამაზე გამიბრაზდებით, ასეა და!

აი ვზივარ და ვფიქრობ, უკვე მერამდენედ:

მე მიყვარს მუსიკა ფილმიდან "ნათლიმამა"

მიყვარს და მომწონს იტალიური, ფრანგული, ესპანური ფილმები;

მიყვარს ფეხბურთის გუნდი "ბარსელონა"

დევიდ ბექჰემი მიყვარს, გატუზო, მალდინი, დელ-პიერო და...  ბუფონზე ვგიჟდები;

კობი ბრაიანტი მიყვარს;

მონიკა ბელუჩი-ქალის იდეალია ჩემთვის;

ადრიანო ჩელენტანო...

ასტრიდ ლინდგრენი მიყვარს;

მარკ ტვენიც

ისევე როგორც ჩემი ბავშვობა

რუსულ "კომედი ქლაბზე" ვგიჟდები;

უკრაინელი გოგოები მომწონს;

ბონდარენკო მიყვარდა ერთ დროს, ეხლაც ძალიან მომწონს და სულ მახსოვს როგორ იცეკვა ქართული ცეკვა;

ვან-გოგი მომწონს, მოცარტზე ვდნები, მერილ სტრიპი მიყვარს, სტინგი-ჩემი უსაყვარლესია.

ოცნებად მაქვს, ისე არ მოვკვდე- რომი არ ვნახო;

ფრანგული კრუასანი მიყვარს,

მიყვარს "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"-ძალიან მიყვარს, ათასჯერ მაქვს ნანახი და კიდევ ვნახავ...

რიაზანოვი მიყვარს, გაფტიც...

რედფორდი, დე ნირო, ალ პაჩინო...

აკუტაგავა და სუში ვერ შევიყვარე, მერე რა 🥰

იაპონური კულტურა მაინტერესებს და სადღაც სხვა პლანეტაზე მგონიან...

თუმცა მე ჩემი ქართული ხასიათით ალბათ ვერ ვიცხოვრებდი იქ (ვინ მექაჩება როო?) 😁

ჰოდა, აი ეს და კიდევ რამდენი რაიმე თუ ვინმე მიყვარს და მომწონს, მაგრამ:

ჩემი რეზო ინანიშვილი, ნოდარ დუმბაძე და გურამ რჩეულიშვილი,

ჩემი დოჩანაშვილი!

გალაკტიონი (!)

დათო ყიფიანი,

გიორგი ქინქლაძე,

რამაზ ჩხიკვაძე და სოფიკო ჭიაურელი!

გია ყანჩელი...

ვერ ჩამოვთვლი, უამრავი არიან-ჩემები!

ჰოდა, ჩემი ყველას მირჩევნია და

ერთი მერაბ კოსტავა მეყოფა-მთელს ევროპას და ამერიკას რომ ვანახო-როგორი უნდა იყოს კაცი!

-----

ეხლა ძალიან აბდა-უბდა რომ არ გამომივიდეს, ასე ვიტყვი:

-თუ შენ მე თავისუფლებას და დემოკრატიას მთავაზობ!

-თუ შენ იწუნებ რუსეთის პოლიტიკას და შენს მართალ  მხარს მაძლევ რომ დაგეყრდნო!

-თუ ეს კავშირი არ დგას ურთიერთპატივისცემაზე (!)

-თუ შენ არ გაინტერესებს ჩემი სიმართლე, ქართველი ხალხის სიმართლე და მხოლოდ სადისტების და არაკაცების სიტყვას ენდობი (!)

მაშინ რად მინდა და რატომ უნდა მინდოდეს მე შენთან კავშირი?

მე-ერთ უბრალო ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მომწონს და მიყვარს შენი ხელოვანი და სპორტსმენი ადამიანები

-რომელიც პატივს ვცემ შენს კულტურას

და ლამისაა გეხვეწები და ყველა შენს კაპრიზს ვასრულებ (!)

რურუაც გამოვუშვი, უგულავაც...

ჰომოსექსუალებიც შოუებში მოვიწვიე და კი ბატონო, გავბრაზდი, როცა 9 აპრილის სისხლით დასვრილ ჩემს რუსთაველზე მათ ფერადი დროშებით ჩავლა მოინდომეს;

ინგლისური სიტყვებით ავმეტყველდი და დღეს სრულიად აღარ მიკვირს, როცა ჩემს ქართულ სახელმწიფოში გადაჭრელებულია ქუჩები, მაღაზიები, კლინიკები უცხოური-შენი სიტყვებით (!)

აი, იმ ჯოჯო კომუნისტების დროსაც კი ვერავინ გაგვიბედა, რომ ტელევიზიით რომელიმე წამყვანს გამოეყენებინა რუსული სიტყვა!

არც საავადმყოფოს მიმღებში ეწერა: "პრიომნი"

ახლა წერია: "რესეფშენ".

ჰო, ვერ ვუქნიე ცხვირწინ მუშტები რუსებს, მეზობელია ჩემი და შენ ვერასოდეს გაიგებ-ანწუხელიძის დედის ტკივილს;

გვარამია და მიშა დავიჭირე და

ამას ვერ მპატიობ?

და სად იყავი ევროპავ, სულხან მოლაშვილი რომ დნებოდა ციხეში?

სერგო თეთრაძე რომ მოკლეს, გეძინაა?

----

ჰოდა ჩემო საოცნებო ევროკავშირო!

მე დღეს ჩემი პატარა ადგილიდან

მრცხვენია რომ ამ ყველაფრის წერა მიწევს!

ოღონდ იციი, რა ბედნიერი ვაარ? რომ თქვენთან არ ვაიგივებ იმ ნიჭიერ, უკარგეს ადამიანებს, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე....

ჰოდა ნურც თქვენ გაგვაიგივებთ მიშას სექტასთან!

როგორღაც აქამდე მოვედით და არც აწი დავიკარგებით!

აწი გინდა მოგვანიჭეთ ეგ თქვენი რაღაცა სტატუსი, და გინდა არა.

ჰოო და კიდევ:

სანქციები რო ძაან მოგიჭერთ, ნუღარ იწუწუნებთ, კაი?

უხერხულია.

აი დამცინეთ თუ გინდა, მაგრამ

ვინ ჩემი შაშა-კოლა არიან: კუბილიუსი და მირიამ ლექსმანი თუ ვიღაცა (დღეს პირველად გავიგე ამ ორის არსებობის შესახებ)

ესენი რატომ მიწყვეტენ-ჩემს ქვეყანაში ვინ არის დამნაშავე და ამათ რატომ იციან ჩემზე კარგად, რით დაიღუპა ლექსო ლაშქარავა?

ნუ დაგვღალეთ ბატონო! ამდენი წელია კარზე გიკაკუნებთ და

თქვენზე კარგად ვიცით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები!!

ქართველი ხალხის სახელით უდიდეს მადლობას გიხდით ამდენი წელია რომ შფოთავთ!

პატივისცემით-ვიღაცა ქართველი, რომელსაც არ უყვარს მიშა.

ჰოო, დამავიწყდა:

გვარამია რომ თავზე გადმოგვარწყევდა ხოლმე, ეგეც თუ ევროპული ნარატივია, მაშინ მე არ მინდა თქვენი ღირებულებები.

ცხადია, არც რუსი ვანია რომ გაილეშება და ცოლს ცემს, არც ეგ მინდა.

…გვაცხოვრეთ ამ ქაოსურ სამყაროში თქვენი ბინძური პოლიტიკური ამბიციების და ფსევდოლიბერალური ვნებების გარეშე!

ბჯოს!

ვითომ ეხლა მეც ახალი დავწერე რაიმე..."