ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მოუწოდებს სადამკვირვებლო მისიებს, რომ საკუთარ ანგარიშებში ასახონ ზიზღის კამპანია, რომელსაც წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა.
საუბარია შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერებზე, რომელიც დედაქალაქში გამოჩნდა.
„რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. გასაკვირი არაფერი არ არის. გამოჩნდა ბანერები პირდაპირ, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას. ჩვენ, რა თქმა უნდა მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში და მოახდინონ ამასთან დაკავშირებით რეაგირება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.