ეს ადამიანები [„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები] აგრძელებენ ამ ბინძურ კამპანიას სხვადასხვა ფორმით. მათი მხრიდან ყველა არჩევნებზე ასე იყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე საუბრისას.
„საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს და 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს ყველაფერს“, - აღნიშნა კალაძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნეგატიური კამპანია დაიწყო და ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა.