ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ასეთ არაადეკვატურ, ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნებს, ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს

ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ასეთ არაადეკვატურ, ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნებს, ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს

როდესაც ასეთი არაადეკვატური, ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნები გაქვს რეზოლუციის სახით, ამას, ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, რასაც საზოგადოება ნათლად შეაფასებს.

„რადგან ევროპარლამენტზე ვსაუბრობთ, არ მინდა შორს წავიდე და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შევეხო, ავიღოთ მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთთან საშუალოდ 20%-ით არის გაზრდილი მათი ვაჭრობა. აქაც საქმე გვაქვს ორმაგ და სამმაგ სტანდარტთან, რასაც საზოგადოება ძალიან ნათლად შეაფასებს. როდესაც ასეთი არაადეკვატური, ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნები გაქვს რეზოლუციის სახით, აი ამას, ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კირცხალიამ.

ვიზალიბერალიზაცია, პერსონალური და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - ეს ის საკითხებია, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აისახა. ევროპელი კანონმდებლები დოკუმენტზე მსჯელობას დღეს აპირებენ.

მერაბ.g თუ რეზოლუცია მოითხოვს რუსეთთან სანქციების დაწესებას (ომში ჩართვის უდიდეს რისკს), მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას და ივანიშვილისთვის სანქციის დაწესებას, რა გვინდა ამ ხალხთან? ამას დაამატეთ ისიც, რომ ორი დღის წინ ევროსასამართლომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო გახადა სქესის შეცვლისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, სად მივდივართ? რატომ თამამად არ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ძველი ევროპული ღირებულებები, მაგრამ ევროპის ეს გარყვნილი და კოპუმპირებული ორგანიზაცია არ გვინდა?
შეხედეთ აზერებს : ამერიკამ შეწყვიტოს ჩვენს საქმეში ცარევა და სანქციებით მანიპულირება, თორემ იუსაიდს გავაპანჩურებთო!!!
ევროკავშირი, რომელიც სავაწრო დუქნადაა გადაქცეული, ჩვენი ღირსი არაა! ფულს არ მოგცემთო ... დაახვიონ და ხაზარაძე, ვაშაძე, მელია, გვარამიას გაუკეთონ უკან!
არ უნდა დავუშვათ იმის მინიმალური რისკიც კი, რომ ხელიასუფლებაში ცალ ფეხზე მდგომი ევრომონები მოვიდნენ!
3 კვირის უკან