კახა კალაძე: ადამიანს, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი და აქვს მისჯილი სასჯელი, ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას და გვეუბნება, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. ეს ყველაფერი იფუთება დემოკრატიის სახელით

გვეუბნებიან გამოუშვით მიხეილ სააკაშვილი. ადამიანს, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი და აქვს მისჯილი სასჯელი, ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას და გვეუბნება, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. ეს ყველაფერი იფუთება დემოკრატიის სახელით, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ლგბტ პროპაგანდაზე იყო ასევე საუბარი. ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროპაგანდას, ჩვენ ადამიანების უფლებებს უდიდეს პატივს ვცემთ და არ ვყოფთ საზოგადოებას უმრავლესობად და უმცირესობად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიზალიბერალიზაცია, პერსონალური და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - ეს ის საკითხებია, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აისახა. ევროპელი კანონმდებლები დოკუმენტზე მსჯელობას დღეს აპირებენ.