ღალატი არის ორგანული, რაც ახასიათებს გახარიას, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„სამწუხაროდ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰობად აქვთ ქცეული, რომ იყვნენ მოღალატეები. როდესაც ადამიანი ღალატობს გუნდს და ქვეყანას, რომელსაც წარმოადგენს, მერე აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ ის მსგავს ქმედებებს არაერთგზის ჩაიდენს. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ მისი (გახარია) არამედ რადიკალური ოპოზიციის სახეცაა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ გიორგი გახარია დოკუმენტს აკრიტიკებს და დასცინის. მეტიც, გახარია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია პუნქტი, სადაც რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი.