სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ თხოვნით. ამავდროულად, ის ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს კონსტიტუციას, იმსახურებს, იყოს გადაყენებული პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ თხოვნით და ის ამ ქვეყნის მილიონზე მეტი მოქალაქეა, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს კონსტიტუციას.

„ყველანაირად ცდილობს, როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიას. შესაბამისად, ის იმსახურებს, რომ იყოს გადაყენებული პრეზიდენტი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხელახლა იწყებს.