გიორგი ვაშაძე: ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ამის დრო არის არჩევნების შემდეგ, ახლა ვისურვებდი, ყველანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად მთელ საქართველოში დავდიოდეთ და ხალხს ვხვდებოდეთ

გიორგი ვაშაძე: ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ამის დრო არის არჩევნების შემდეგ, ახლა ვისურვებდი, ყველანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად მთელ საქართველოში დავდიოდეთ და ხალხს ვხვდებოდეთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, თანამდებობის განაწილების დრო არჩევნების შემდეგ არის.

როგორც ვაშაძემ პრეზიდენტთან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დღეს დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა, ისურვებდა, რომ მსგავსი შეხვედრების ნაცვლად, დღეს სალომე ზურაბიშვილთან ერთად საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ხვდებოდეს და ხალხს არჩევნების წინ მოტივაციას უმაღლებდეს.

„არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად მის ინიციატივასთან დაკავშირებით, ამიტომ, ჯერ მივდივართ, რათა მოვუსმინოთ. შეხვედრას წინ არაფერი არ უდგას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ გავაერთიანოთ ძალები და არჩევნებში გავიმარჯვოთ. ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ამის დრო არის არჩევნების შემდეგ, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ სალომე ზურაბიშვილს. ახლა, მე მაგალითად ვისურვებდი, რომ მასთან ერთად, ყველანი ერთად მთელ საქართველოში დავდიოდეთ, ხალხს ვხვდებოდეთ, მოტივაციას ვუმაღლებდეთ, ვიბრძოდეთ იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რაც საქართველოშია და შეხვედრებში არ ვკარგავდეთ დროს. დღეს მაგალითად ქუთაისში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ დავრჩი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის გამო და მზად ვარ, მოვუსმინო და განვიხილოთ. ჩვენ პირნათლად შევასრულებთ ქარტიას, იქ არის რეფორმები, იქ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მთავრობაზე საუბარი, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, ხაზს ვუსვამ – ტექნოკრატიულ მთავრობაზე იქ არ არის საუბარი და ამიტომ, ჩვენ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

sapiqrali მერე შეხვდით ხალხს, დაგიშალათ ვინმემ ? მაგრამ რა პირით უნდა შეხვდეთ ხალხს, რა უნდა უთხრათ? გააქვთ კი სათქმელი?
1 თვის უკან