ირაკლი ქადაგიშვილი: იმპიჩმენტი არის აუცილებელი. პრეზიდენტის ქმედებები განაპირობებს ამას

ირაკლი ქადაგიშვილი: იმპიჩმენტი არის აუცილებელი. პრეზიდენტის ქმედებები განაპირობებს ამას

იმპიჩმენტი არის აუცილებელი. მისი ქმედებები განაპირობებს ამას, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახალ წამოწყებას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

„ყველამ უნდა იცოდეს - არა მარტო დღეს, მომავალშიც, რომ ქვეყნის კონსტიტუციის აბუჩად აგდება, ფეხქვეშ გაგდება და მრავალჯერადი დარღვევა უნდა იყოს შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საგანი, იმიტომ რომ ქვეყანაში პირველია სწორედ კონსტიტუციური წესრიგი და შემდეგ არის ყველა სხვა პოლიტიკური მოტივაცია“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხელახლა იწყებს.