პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა წამოწყებაზე საუბრისას, გიორგი ვოლსკიმ განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ინტერესი საერთაშორისო დონეზე იმის დამტკიცებაა, რომ საქართველოში კონსტიტუცია და კანონი უზენაესია და მისი შელახვის უფლება არავის აქვს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას უდგას სათავეში
„საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ არსებობს საქართველოში კონსტიტუცია და კონსტიტუციის დაცვის მექანიზმები და ჩვენს ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ადამიანი, რომელიც მათ ღალატობს, რასაკვირველია იმსახურებს იმპიჩმენტს. რაც მთავარია, სალომე ზურაბიშვილის იდეა მხოლოდ ის არ არის, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია. ეს იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვითარება ისე წარმოაჩინეს, თითქოს აქ არ არის კონტროლი, თითქოს აქ არ მუშაობს კანონი. ეს არის შეთქმულთა გუნდი, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ის ამ შეთქმულებას სათავეში უდგას“, - აცხადებს ვოლსკი.