რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: თუ მსგავსი განცხადება მართლაც გაკეთდა, ეს არა მხოლოდ ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში, არამედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არამეგობრული

რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: თუ მსგავსი განცხადება მართლაც გაკეთდა, ეს არა მხოლოდ ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში, არამედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არამეგობრული

ან „ფორმულა“ ცრუობს, რაც არ გაგვიკვირდება, ან თუ მართლა გაკეთდა ასეთი განცხადება მიუხედავად იმისა, რომ წაშლილია ფორმულას გვერდიდან, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ევროკავშირის ელჩს,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

„ვფიქრობ, მინიმუმ აუცილებელია, რომ გაკეთდეს დამატებითი განმარტება, ვინაიდან თუ ეს სიმართლეა და მსგავსი განცხადება მართლაც გაკეთდა, ეს არა მხოლოდ ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში, არამედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არამეგობრული განცხადება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ოპოზიციურმა მედიამ პაველ ჰერჩინსკის სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან.