ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც, საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ყველაზე ხშირი დამრღვევი მსოფლიო მასშტაბით, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხზე საუბრისას.
„მე მგონი, ნამდვილად შევა გინესის წიგნში, როდესაც ორჯერ იქნება იმპიჩმენტი გამოცხადებული საქართველოს თუნდაც ფორმალურ პრეზიდენტის მიმართ. ეს არის სიმბოლური პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვის, რომ მომავალმა პრეზიდენტებმა გაითვალისწინონ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, იმპიჩმენტის პროცედურა ხელახლა დაიწყება.