მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
„სატელეფონო საუბარი გავმართე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რადგან მოლდოვაც და საქართველოც ემზადებიან დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდისთვის.
მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ დემოკრატიულ და ევროპული მისწრაფებებში“,- წერს სანდუ სოციალურ ქსელში.