„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ატენის N16-ის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ზუკა რურუა გაეცნო უბნის მოსახლეობას, მან აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.
ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, შეაფასეს პოლიტიკური ვითარება, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად.