„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის გადაყენებას, რადგან იმპიჩმენტისთვის საჭირო ასი მანდატი მას არ ექნება.
რაქვიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე შემდეგი მოწვევის პარლამენტი დროს არ დახარჯავს და ახლა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ხდება.
ამასთან, ალექსანდრე რაქვიაშვილმა არნიშნა, რომ ბუკვალური გაგებით, პრეზიდენტს არ აქვს პრემერ-მინისტრის წარდგენის უფლება იმ ფორმით, რომლითაც ის აკეთებს.
„არც საარჩევნო კამპანიაში ვიწროპარტიული პოზიციის დაფიქსირება არ იქნებოდა სწორი, მე არ მოწონს, ეს კონსტიტუციაში რომც არ იყოს. მეორე საკითხია „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციოში მისვლა, მითუმეტეს უკვე ერთი ასეთი პროცესი იყო, ჰგავს ინფორმაციულ ხმაურს, რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგშია. გასაგებია, რომ ამით არაფერი შეიცვლება. არც შემდეგი პარლამენტი დახარჯავს დროს იმპიჩმენტზე, აზრი არ ექნება ამ იმპიჩმენტს, ერთი თვე დარჩება პრეზიდენტს, სხვა პრობლემები ექნება ამ პარლამენტს. მგონი, არც პრეზიდენტი იქცევა ამ შემთხვევაში სწორად და არც „ქართული ოცნების“ აქტივობა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ხდება. „ქართულ ოცნებას“ არ ექნება 100 მანდატი არჩევნების შემდეგ. ბედნიერი იყოს, თუ 76 ექნება. ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს გადაყენებას ან რამე ისეთი კოალიცია დალაგდება, რომელიც ამას იზამს. ჩვენც რომ ვიყოთ კოალიციაში, არც კი მაღელვებს პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერთი თვით ადრე. ბევრად სერიოზული პრობლემებია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილკმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებენ.