საქართველოს გადაყენებული ანუ გაძევებული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა ახალი მოწვევის პარლამენტმა ეს აუცილებლად უნდა დაამტკიცოს,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, უნდა მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რათა იგი ისტორიაში დარჩეს არა ყოფილ, არამედ გადაყენებულ პრეზიდენტად.
მისივე თქმით, ანტისახელმწიფოებრივ, უსაქციელო სალომე ზურაბიშვილს ვეღარ უშველის "ნაცების" გადამრჩენი ხმები, რადგან მათი მანდატები ისტორიულ მინიმუმამდე იქნება და მას მოუწევს საქართველოს სამარცხვინოდ დატოვება.
„საქართველოს გადაყენებული ანუ გაძევებული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა ახალი მოწვევის პარლამენტმა ეს აუცილებლად უნდა დაამტკიცოს. ანტისახელმწიფოებრივ, უსაქციელო სალომე ზურაბიშვილს ვეღარ უშველის "ნაცების" გადამრჩენი ხმები, რადგან მათი მანდატები ისტორიულ მინიმუმამდე იქნება და ამ მავნებელ სუბიექტს მოუწევს ჩვენი ქვეყნის სამარცხვინოდ დატოვება. უსამშობლო ს.ზურაბიშვილს აქ ვერ დაედგომება განა იმიტომ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური მას ვერ დაიცავს, არამედ იმის გამო, რომ ეს ნაცპარაზიტი საზოგადოებაში ვეღარ გამოჩნდება. ხოლო ე.წ. ტექნიკური მთავრობა თავისი ფუტლარი "პრემიერით" ისეთივე სისულელეა, როგორც "მოწამლული" სააკაშვილი.
არჩევნებში ქართველი ერის რეკორდული გამარჯვების შემდეგ კი, იმპიჩმენტი კი არა და გასამართლება ვერ ასცდება ნაცრეჟიმის მოღალატეებს,“- წერს გია აბაშიძე.