ლევან მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილზე: იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს? ჩვენთვის ევროპა აბსოლუტურად სხვა რაღაც არის. ჩვენთვის ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე

ლევან მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილზე: იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს? ჩვენთვის ევროპა აბსოლუტურად სხვა რაღაც არის. ჩვენთვის ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე

იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს? ჩვენთვის ევროპა აბსოლუტურად სხვა რაღაც არის. ჩვენთვის ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე ხელის არმოწერას.

„რატომ არ აწერს იგი ხელს - ამბობს, რომ ეს არ არის ევროპული, ანუ იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს? ჩვენთვის ევროპა აბსოლუტურად სხვა რაღაც არის. ჩვენთვის ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე. თუ ისინი თვლიან, რომ ტოლობის ნიშანი არის ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის, ძალიან ცდებიან. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხარდამჭერია - „ქართული ოცნების“ თუ რადიკალური ოპოზიციის, ყველა თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

შესაბამისად, ეს მისი მხრიდან რაღაც ტიპის ხრიკია, რომ ტყუილში შეიყვანოს საზოგადოება, რომ „აი, ვეტოს არ ვადებ“ იქიდან გამომდინარე, რომ იცის, ვეტო რომ დაედო, რა მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოედგინა ამასთან დაკავშირებით? მაგრამ ის ხელსაც არ აწერს. ანუ მისი გადმოსახედიდან, უნდა, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური, მაგრამ ლუსტრირებულია საზოგადოებაში”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა.