ირაკლი ქადაგიშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე: ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი ვერ მოაწერა ამ კანონს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მას ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს

ირაკლი ქადაგიშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე: ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი ვერ მოაწერა ამ კანონს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მას ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მიღებული პროექტი საქართველოს ევროპის საწყის ფასეულობებთან აახლოებს და ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი ვერ მოაწერა კანონს, იმაზე მეტყველებს, რომ მას ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს.

„ჩვენი ქვეყანა იცავს ყველას უფლებას, მათ შორის განსხვავებული სექსუალური ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებას. ევროპას კი არ აშორებს, მგონი ევროპის საწყის ფასეულობებთან აახლოებს საქართველოს ეს ჩვენი კანონები. ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი ვერ მოაწერა ამ კანონს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მას ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებს, მაგრამ ვეტოც რომ არ დაადო, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, ვეტოს დადების სამართლებრივი საფუძველიც არ გააჩნდა. ისევე როგორც მისი წინა ვეტოები, ეს ვეტოც გახდებოდა მისი პოლიტიკური დად სამართლებრივი ფიასკო პარლამენტში განხილვის დროს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა.