სალომე ზურაბიშვილს აქვს კარტბლანში მიცემული, რომ დაარღვიოს არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არამედ როგორც აღმოჩნდა, გერმანიის კანონმდებლობაც, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, კანონისა და კონსტიტუციის უხეშად დამრღვევის ევროპაში მიღება კიდევ ერთხელ მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს კარტბლანში მიცემული, რომ დაარღვიოს არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არამედ როგორც აღმოჩნდა, გერმანიის კანონმდებლობაც. ზოგადად, ის, რომ კონსტიტუციის უხეშად დამრღვევ პრეზიდენტს, უცხოეთში ეპატიჟებიან და იღებენ, უკვე ნიშნავს, რომ მას ეს ერთგვარი ინდულგენცია მიღებული აქვს. როდესაც საქართველოში კანონის აღსრულებაზე აქვთ ხოლმე პროტესტი, ზოგიერთს დასავლეთიდან ამ შემთხვევაში, კანონისა და კონსტიტუციის უხეშად დამრღვევს, რატომღაც იღებენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე, რაც დამღუპველია დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.