ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინტერესდება თუ რატომ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-სთან პარტნიორობას რისკის ქვეშ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში, მათ მოჰყავთ დიაგრამა, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა და შემდეგ საკუთარი შედეგები ჩაასწორა.
მათივე ინფორმაციით, პირველად გამოქვეყნებული შედეგებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება დადასტურდა, თუმცა შეცვლილ მონაცემებში მმართველ პარტიას დამატებით ხმების 1.8% ჰქონდა აღებული.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.