ამ ფინანსების მიღების წყარო დაფარულია. არ არის გამორიცხული ერთ-ერთ ვერსიად რომელიმე ე.წ. ობიექტური არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაცია უხდიდეს ამ თანხებს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ მიერ პოლიტიკური რეკლამების დაფინანსები საკითხს.
„საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ჩვეულებრივ თაღლითურ სქემებშია ჩართული, ისინი კანონის დარღვევით და უკანონო ფინანსური თუ პოლიტიკური ჩარევებით არიან დაკავებული ქვეყნის საარჩევნო და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ლელოს“ მიერ სოციალურ ქსელში ფარულად დახარჯული თანხა შესაძლოა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს. ხაზარაძის პარტია პოლიტიკურ რეკლამებს აფინანსებდა, თუმცა არ უთითებდა და არ ჩანდა თანხის ოდენობა. პოლიტიკური რეკლამისთვის დახარჯულ ფინანსების დამალვაზე „ლელოში“ მეორე დღეა კომენტარს არ აკეთებენ.