მსჯავრდებული, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, დაესწროს სასამართლო პროცესზე შემდეგი მოწმეების დაკითხვას. მან ეს განცხადება სოციალურ ქსელში გამოსვლისას გააკეთა.
„მე მინდა, ვთქვა, მე მზად ვარ და მინდა, დავესწრო შემდეგი მოწმეების დაკითხვას. დააორგანიზეთ ჩემი მოსვლა სასამართლოში და მე შემეძლება, რომ უშუალოდ თვალებში ჩახედვით დავკითხო ყველა მოწმე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.