ირაკლი კობახიძე: დღეს საუბარი არალეგიტიმურ არჩევნებზე, არის პირდაპირი მინიშნება, რომ ვიღაცას აპრიორი არ სურს, შეეგუოს რადიკალური ოპოზიციის მარცხს, ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამიტომ ნერვიულობენ

ირაკლი კობახიძე: დღეს საუბარი არალეგიტიმურ არჩევნებზე, არის პირდაპირი მინიშნება, რომ ვიღაცას აპრიორი არ სურს, შეეგუოს რადიკალური ოპოზიციის მარცხს, ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამიტომ ნერვიულობენ

დღეს საუბარი არალეგიტიმურ არჩევნებზე, არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ვიღაცას აპრიორი არ სურს, შეეგუოს რადიკალური ოპოზიციის მარცხს, ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამიტომ ნერვიულობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაახლოებით სამ კვირაზე ცოტა მეტი არის დარჩენილი არჩევნებამდე, საარჩევნო პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. 

რაც შეეხება არჩევნების არალეგიტიმურობას, ამ ტერმინს ატრიალებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დაახლოებით სამ კვირაზე ცოტა მეტი არის დარჩენილი არჩევნებამდე, საარჩევნო პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. ყველას აქვს აგიტაციის ჩატარების საშუალება ყველანაირი ფორმით, გინდა საზოგადოებას ესაუბრე, გინდა ბილბროდი გამოფინე, გინდა რეკლამა განათავსე, ყველა საშუალებით არის აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული არჩევნები, რომელსაც ხინჯი არ აქვს. ვერავითარ ინფორმაციას ვერ ავრცელებენ, ადმინისტრაციულ რესურსებთან, მოსყიდვებთან და ა.შ. ვნახე ერთ-ერთი დასკვნა, რაღაც სამ ფაქტზე იყო საუბარი კონკრეტული მიმართულებით, სამივე იყო აბსურდი, სისულელე, შეგვიძლია, სათითაოდ გავარჩიოთ ნებისმიერი დასკვნა. ზოგადად ყველა ხომ ხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში საარჩევნო გარემო არის ოპტიმალურზე ოპტიმალური. არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისათვის, რომ ვიღაცამ ისაუბროს არალეგიტიმურ არჩევნებზე. ასეთ პირობებში ვიღაცები რომ ახსენებენ ასეთ ტერმინს, ეს ყველაფერი მიანიშნეს, რომ წინასწარ არიან შეგუებული რადიკალური ოპოზიცია და მათი მფარველები, შანსი არ აქვთ ამ არჩევნებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" დღევანდელი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი, შესაბამისად, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ამაზე ორჯერ და კიდევ უფრო ნაკლები. 

„დღეს საუბარი არალეგიტიმურ არჩევნებზე, არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ვიღაცას აპრიორი არ სურს შეეგუოს რადიკალური ოპოზიციის მარცხს. ჩვენი რეიტინგი დღეს არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამიტომ ნერვიულობენ. გუშინ ჩაატარა „ახალმა" თავისი გენერალური ყრილობა 1 500 სკამი დააწყვეს და ისიც კი ვერ შეავსეს, რა არჩევნების მოგებაზე საუბრობენ, ხომ აბსურდია. ამიტომ აქცენტი გადააქვთ არჩევნების ლეგიტიმაციაზე და ა.შ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.