ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სანქციების საკითხით შანტაჟი არ არის აქტუალური.

„რაც შეეხება ნიუ-იორკში ვიზიტს. ვიზიტი ხორციელდებოდა გაეროს ფორმატში და ამ ვიზიტს ჰქონდა თავისი ვიწრო მიზანი. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ გვქონდა ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია, მომავალშიც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით, ფინანსური კუთხით აქტუალური იყოს სანქციები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის არის დღესაც დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, უკვე ორ წელიწად ნახევარია, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შესაბამისად, ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ. სხვა მიმართულებითაც არ არის აქტუალური ასეთი შანტაჟი. აქედან გამომდინარე, ვიღაცეებმა რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის არასერიოზული და არ არის საინტერესო. ღირსების საქმეა, როდესაც გაშანტაჟებენ ფინანსური საკითხებით და ამ კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო",  - განაცხადა პრემიერმა.