გაეროში ირანის მისია: ირანის კანონიერი, რაციონალური და ლეგიტიმური პასუხი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე სათანადოდ განხორციელდა

გაეროში ირანის მისია: ირანის კანონიერი, რაციონალური და ლეგიტიმური პასუხი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე სათანადოდ განხორციელდა

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ირანის კანონიერი, რაციონალური და ლეგიტიმური პასუხი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე სათანადოდ განხორციელდა.

„თუ სიონისტური რეჟიმი გაბედავს საპასუხო ზომებს ან ჩაიდენს შემდგომ ბოროტმოქმედებას, ამას მოჰყვება გამანადგურებელი პასუხი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.

„ცაჰალში“ განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

ისრაელური მედიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა.