გია ვოლსკი: კარგი იქნება, თუ ანტიკორუფციული ბიურო, გამონაკლისის სახით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ხელისუფლება კომპრომისის დაშვებას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ითხოვს

გია ვოლსკი: კარგი იქნება, თუ ანტიკორუფციული ბიურო, გამონაკლისის სახით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ხელისუფლება კომპრომისის დაშვებას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ითხოვს

კარგი იქნება, თუ ანტიკორუფციული ბიურო, გამონაკლისის სახით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. არავის უნდა მიეცეს საშუალება, რომ არჩევნების წინა პერიოდში სკანდალური ვითარება შექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რითაც პრემიერი ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, გადახედოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“ გადაწყვეტილებას და არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა სუბიექტებისთვის სტატუსის შეფარდებისგან.

ვოლსკის შეფასებით, ხელისუფლება კომპრომისის დაშვებას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ითხოვს.

„ბევრი რაღაც გაკეთდა, რათა არჩევნების გაყალბების არცერთი შემთხვევა არ იყოს დაშვებული და საერთოდ გამოირიცხოს შესაძლო გადაცდომა. პრაქტიკულად, ეს რეალობა საარჩევნო კანონში ასახულია, მაგრამ ამას როგორმე დესტაბილიზაციის გამომწვევი გარკვეული მიზეზები უნდათ დაუპირისპირონ, რაზეც პრემიერმა აქცენტი გააკეთა. არავის უნდა მიეცეს საშუალება, არჩევნების წინა პერიოდში სკანდალური ვითარება შექმნას. კარგი იქნება, თუ ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და, გამონაკლისის სახით, შესაბამის გადაწყვეტილებას დაუშვებს. ხელისუფლება კომპრომისის დაშვებას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ითხოვს და არა – საკუთარი ინტერესებიდან. „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ არ სურს, გამჭვირვალე იყოს და საზოგადოებამ იცოდეს, რა თანხას იღებს, შემდეგ რა პროგრამებით ხარჯავს. მმართველი გუნდი ითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც შეიძლება, კანონი განგებ დაარღვიონ, რათა აჟიოტაჟი და დესტაბილიზაცია შექმნან,  გადაცდომების მიუხედავად, როგორც მეთვალყურეები, მაინც იყვნენ დაშვებული. მათ საბაბი და მიზეზი არ უნდა მიეცეთ, დარაზმონ საერთაშორისო სტრუქტურები, თუნდაც ევროპარლამენტი, ფონდები, რომლებიც საქართველოს მიმართ ასეთ ხისტ განცხადებებს აკეთებენ და ამით სტაბილურობა სათუო გახადონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.