ამირან სალუქვაძე: სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიას ეწევა. მსგავსი სიტუაცია იყო, როდესაც თურქეთის პრეზიდენტს სურდა დიასპორასთან შეხვედრა გერმანიაში და ამას მოჰყვა ძალიან დიდი დაძაბულობა

ამირან სალუქვაძე: სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიას ეწევა. მსგავსი სიტუაცია იყო, როდესაც თურქეთის პრეზიდენტს სურდა დიასპორასთან შეხვედრა გერმანიაში და ამას მოჰყვა ძალიან დიდი დაძაბულობა

სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიას ეწევა. მსგავსი სიტუაცია იყო, როდესაც თურქეთის პრეზიდენტს სურდა დიასპორასთან შეხვედრა გერმანიაში და ამას მოჰყვა ძალიან დიდი დაძაბულობა გერმანიასა და თურქეთს შორის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.

„სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ძალიან უხეშად კონსტიტუციის დარღვევას. ჩვენ ვიხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი, ასე დავარქვათ, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს დაჰბრალდა კონსტიტუციის დარღვევა. ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დემოკრატობაზე დებს თავს და ადამიანისთვის, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა და არა რომელიმე დიქტატორულ სახელმწიფოში. მისთვის ამოსავალი წერტილი უნდა ყოფილიყო არა დეპუტატების კენჭისყრა, არამედ სასამართლო გადაწყვეტილება. ამ [გერმანიაში] ვიზიტამდეც ვიხილეთ მთელი რიგი წინასაარჩევნო პროცესში და პოლიტიკაში აქტიური ჩარევა, რაც არის ასევე კონსტიტუციის უხეში დარღვევა.

არანაირი რესურსი სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია. სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიას ეწევა. მსგავსი სიტუაცია იყო, როდესაც თურქეთის პრეზიდენტს სურდა დიასპორასთან შეხვედრა გერმანიაში და ამას მოჰყვა ძალიან დიდი დაძაბულობა გერმანიასა და თურქეთს შორის. მახსენდება თვითონ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში, როდესაც ის დეპუტატი იყო და მიმართავდა მაშინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. ზუსტად იმ ბრალს უყენებდა, რა ბრალსაც დღეს მას [ზურაბიშვილს] ხელისუფლება უყენებს, რომ ის გახდა მხარე“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა, ამჯერად შესაძლოა გერმანიის კანონმდებლობაც დაარღვია. როგორც ცნობილია, გერმანიაში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს ბერლინის სასტუმრო Aquino-ში, გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან საარჩევნო შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საარჩევნო აგიტაციის ჩატარება, გერმანიის მთავრობის ნებართვას საჭიროებს, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ აკრძალულია.