"ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიტო სამხარაძე, უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ვანო ნადირაძეს მიმართავს და "ტიკტოკა რემბოს" უწოდებს, რომელიც უკრაინის ომში წინა ხაზზე არავის უნახავს.
სამხარაძე ეხმიანება ნადირაძის მიერ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას,სადაც მან აღნიშნა, რომ ბრძოლაში დაღუპული მეომრებისთვის ბოდიში მხოლოდ იმიტომ კი არ აქვთ მოსახდელი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორში ურთიერთპატიებაზე განცხადება გააკეთა, არამედ იმიტომაც, რომ "მათი ბრალია, აქამდე ის რომ ცოცხალია."
"ეს გასიებული ტიკტოკა რემბო! ერთხელ შევუთვალე, რომ იმ ლაგარტკას გავუკეთებ ერთ ადგილზე, ვითომ რუსებს რომ ესვრის, ტიკტოკზე კეკლუცა ნაძირალა! იპარჭყება, ვითომ რამის თავი აქვს და ფრონტზე წინა ხაზზე არავის უნახავს. დაქლიავებული ლუიდე ხაბაზას და მიშას შეყვარებული ბარამიძის “მეომარი”. ფუუ, შენი კაცუნა ყოფა ვატირე, ერთ დღეს როგორ არ გადაგეყრები სადმე და წონას დაგაგდებინებ," - წერს დიტო სამხარაძე.