ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემაშფოთებელია იმის ნახვა, თუ როგორ არღვევს საქართველო, ოჯახური ღირებულებების დაცვის დევიზით, ზოგიერთი უმცირესობის უფლებას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემაშფოთებელია იმის ნახვა, თუ როგორ არღვევს საქართველო, ოჯახური ღირებულებების დაცვის დევიზით, ზოგიერთი უმცირესობის უფლებას

შემაშფოთებელია იმის ნახვა, თუ როგორ არღვევს საქართველო, ოჯახური ღირებულებების დაცვის დევიზით ზოგიერთი უმცირესობის უფლებას, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.

„შემაშფოთებელია იმის ნახვა, თუ როგორ არღვევს საქართველო, ოჯახური ღირებულებების დაცვის დევიზით, ზოგიერთი უმცირესობის უფლებას“, - წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო.