"პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლაში აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის  დელეგატი  ზვიად შალამბერიძე,  თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთის და ნახშირღელის    მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე  2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.