მიხაელ როთი შეურაცხყოფას ვერავის მიაყენებს, პირველ რიგში შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებს.
„მიხაელ როთი რაც მეტად იაქტიურებს, მით მეტად დაეცემა ოპოზიციის რეიტინგი და გაიზრდება მმართველი გუნდის რეიტინგი. იმიტომ რომ მიხაელ როთი არის სიმბოლო ოპოზიციის, რომელიც ლგბტ დროშით საქართველოს ოპოზიციას სათავეში უდგას. კი ბატონო, წინასაარჩევნოდ მიხაილ როთი ლგბტ დროშით ოპოზიციას სათავეში ჩაუდგება და ჩვენ ეროვნული დროშით ვივლით. მიხაელ როთი შეურაცხყოფას ვერავის მიაყენებს, პირველ რიგში შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს. როთი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან გადაღებულ ფოტოს აზიარებს წარწერით - „ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო!“.