ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია

ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია

ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა  იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია".

მერაბ.g არა, გიგაურის ინგლისური ნათელაშვილისა და ბესელიასას კი ჯობდა, მაგრამ სამარცხვინო ნამდვილად იყო; თუმცა რა, 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მერაბიშვილისაგან რიგგარეშე ჩინისა და პრემიის მიღებისა არ შერცხვენია და ჩიქორთული ინგლისურისა შერცხვებოდა? :)) აი ჯარისკაცის მამის რუსულის დონე იყო ზუსტად :))
2 თვის უკან