უსახური ნაცოპოზიციის დეზინფორმაციას მუდმივად ანულებენ საერთაშორისო ინდექსები - მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტები, წესით, მსოფლიო ბანკის ამ მონაცემებს მაინც უნდა დაეყრდნონ, თუმცა, სინამდვილეში, ისინი ანგარებიანი სუბიექტები არიან და "ნაცმოძრაობის" მავნებლურ "მესიჯბოქსს" ვერ ღალატობენ. ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ რადიკალებს ისღა დარჩენიათ, რომ შეთხზან მითები 14-მილიარდიან დახმარებაზე მათი გამარჯვების შემთხვევაში.
"უსახური ნაცოპოზიციის დეზინფორმაციას მუდმივად ანულებენ საერთაშორისო ინდექსები - მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
თუ "ქართული ოცნების" განცხადებებს არ ენდობიან საქართველოს პროგრესზე, ეკონომისტებად პოზიციონირებადი სუბიექტები, მსოფლიო ბანკს უნდა დაეყრდნონ. მაგრამ საკუთარ თავთან რეალურ წინააღმდეგობაში მოდიან ე.წ. დამოუკიდებელი, ანგარებიანი ექსპერტები - "ნაცების" მავნებლურ "მესიჯბოქსს" როგორ უღალატონ, მანდ იჭედებიან.
რადიკალებს ისღა დარჩენიათ, რომ შეთხზან მითები რაღაც 14-მილიარდიან დახმარებაზე მათი გამარჯვების შემთხვევაში, სხვა მილიარდები სააკაშვილის არარსებული ფონდიდან, 1000-ლარიანი პენსიის დაპირება სამარცხვინო კანტორა "ლელოდან" და ა.შ.
მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ ორგანიზაცია გლობალური სიღარიბის მიმოხილვის 14 წლიანი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სიღარიბის დაძლევის და კეთილდღეობის პარამეტრების ცვლილებებს ეხება.
ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წელთან შედარებით, 12 წლიანი გაანგარიშებით საერთაშორისო სიღარიბის დონის შემცირებას 2024 წელს ყველაზე მეტი პუნქტით მსოფლიოს ხუთი სახელმწიფო ახერხებს: საქართველო, ჩინეთი, ფილიპინები, ინდონეზია და გაიანა. 2024 წელს სიღარიბის საერთაშორისო დონე საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და 3,07 % გაუთანაბრდება, რაც სამნახევარჯერ მცირეა 2012 წლის დონესთან შედარებით. ირკვევა, რომ 2012 წელს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 2023 წლისთვის კი მათი რიცხვი სამჯერ მეტად, 131 ათასამდე შემცირდა." - წერს აბაშიძე.