მამაჩემს ჰყავდა მტრები - გიორგი უდესიანი და ქურასბედიანი, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ბესიკ ხარძიანის შვილმა ქეთი ხარძიანმა.
მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს და ბრალი წარუდგინოს მკვლელობის შემკვეთებს.
„არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ მამაჩემს ჰყავდა მტრები - გიორგი უდესიანი და მისი მეგობარი და პარტნიორი, ქურასბედიანი. იმედი გვაქვს, რომ გურბანოვი ჩუმად არ იჯდება და გამოძიებასთან ითანამშრომლებს და დაასახელებს უდესიანს და ქურასბედიანს, მათ, ვინც მკვლელობა შეუკვეთეს,“ - აღნიშნა ბესიკ ხარძიანის შვილმა.
თურქეთიდან საქართველოში ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის ექსტრადირება განხორციელდა.