ლევან მაჭავარიანი: ოცეული დაკომპლექტებული იყო პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრებისგან და ახალი სახეებისგან. ამ ადამიანებს აერთიანებთ სამი ძირითადი თვისება, ყველა არის პატრიოტი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი თავის საქმეში

ყველას ძალიან გაგვიხარდა, რა თქმა უნდა, რომ პირველი ნომერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ ქვეყანაში სტაბილურობის და მშვიდობის მთავარი გარანტი, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ახალი სახეებიც იხილა.

„ოცეული, ზოგადად, დაკომპლექტებული იყო პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრებისგან და ახალი სახეებისგან. ამ ადამიანებს აერთიანებთ სამი ძირითადი თვისება, ყველა არის პატრიოტი, ყველა არის კეთილსინდისიერი და ყველა არის პროფესიონალი თავის საქმეში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებსა და ბოლო დღეებში მათზე მიმდინარე ბულინგს, ლევან მაჭავარიანის თქმით, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი ის ადამიანები არიან, რომელთა გამოც საქართველომ არაერთხელ იამაყა.

„ისინი არიან პატრიოტიზმის, ისინი არიან გამარჯვების, ისინი არიან ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან მოუხდა ეს ორი სპორტსმენი ჩვენს გუნდს“, - დასძინა მან.