ბექა დავითულიანი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე: ფილმს +18 რომ აწერია, ეს ნიშნავს, რომ არასრულწლოვანმა არ უნდა ნახოს, იგივეა ეს კანონიც. მომავალ თაობებს უნდა შეეზღუდოს გარკვეული ტიპის შინაარსის შემცველ მასალაზე

ფილმს +18 რომ აწერია, ეს ნიშნავს, რომ არასრულწლოვანმა არ უნდა ნახოს, იგივეა ოღონდ ამ აქცენტით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ვინმეს უფლებების შეზღუდვას.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს უფლება უნდა შეილახოს, ყველა უმცირესობის უფლებები უნდა იყოს ბოლომდე და სრულად დაცული. თუმცა ხელმისაწვდომობა ბავშვებს, მომავალ თაობებს უნდა შეეზღუდოთ გარკვეული ტიპის, ისეთი შინაარსის შემცველ მასალაზე, რომელიც საერთოდ არ არის არაბუნებრივი და საერთოდ არ ზღუდავს ვინმეს უფლებას“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვა გრძელდება. საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს.