გიორგი ზერეკიძე: ყველას მოვუწოდებ, რომ 26 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ პანღურით გავაგდოთ პოლიტიკურ სანაგვეზე - არჩევანი კეთდება თეთრსა და შავს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, მშვიდობასა და ომს შორის

გიორგი ზერეკიძე: ყველას მოვუწოდებ, რომ 26 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ პანღურით გავაგდოთ პოლიტიკურ სანაგვეზე - არჩევანი კეთდება თეთრსა და შავს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, მშვიდობასა და ომს შორის

უშუალოდ მეც გადამხდა მათი ძალადობა, ძალიან დიდი მასშტაბები იყო წამების, მკვლელობის, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

კითხვაზე - როგორ მუშაობდა სისტემა იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი განადგურებულიყო? - ზერეკიძემ ასე უპასუხა:

„პირადად მიხეილ სააკაშვილი იყო ჩართული. სატელევიზიო ეთერებით გამოდიოდა და 14 წლის ბავშვს კრიმინალს მეძახდა. დაწყებული ბოკერიათი, დამთავრებული გვარამიათი და ადეიშვილით, ყველანი ჩართულები იყვნენ საქმის გაყალბებაში. როდესაც სტრასბურგში გავასაჩივრეთ, ისე მოაწყვეს საქმე, რომ დაგვითანხმეს საქმის გამოტანაზე. ერთადერთი იმედი მაშინ ევროსასამართლოში გასაჩივრება იყო, მაგრამ ისეთი დიქტატორული რეჟიმი იყო, რომ იქიდანაც იძულებით გამოგვატანინეს სარჩელი“, - აღნიშნა ზერეკიძემ.

მან ასევე ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც.

„თეთრსა და შავს შორის კეთდება არჩევანი, სიკეთესა და ბოროტებას შორის, მშვიდობასა და ომს შორის, კეთილდღეობას და მონობას, ძალადობასა და ჩაგვრას შორის. ყველა ჩემს თანამოქალაქეს მოვუწოდებ, რომ არ დავბრუნდეთ წარსულში, არ დავუშვათ ამ ბოროტი ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება და 26 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ პანღურით გავაგდოთ პოლიტიკურ სანაგვეზე“, - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.