თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს, ეს ადამიანები უნდა განვდევნოთ პოლიტიკიდან სამართლებრივი გზით. იმის შიში აღარ უნდა გვქონდეს მოქალაქეებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე დაბრუნდება ხელისუფლებაში, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლაც აგრძელებს ძალადობას მოქალაქეებზე და ამიტომ ისინი უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას.
„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, ერთის მხრივ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დაგვიანებულია ეს პროცესი, მაგრამ ბოლო პერიოდში გაირკვა, რომ ეს მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული მათი გასამართლება. მათმა მფარველებმა რა რეაქციაც მისცეს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არჩევნების შემდგომ, რომ გასამართლდებიან ისინი. მაგრამ მარტივად რომ ვთქვა, თუ გვინდა რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს, ეს ადამიანები უნდა განვდევნოთ პოლიტიკიდან სამართლებრივი გზით. და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ქვეყანას მიეცემა იმის საშუალება, რომ ნორმალურად განვითარდეს.
ასეთი უარყოფითი ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და რომელიც დღემდე ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე, რა თქმა უნდა იმ მასშტაბით ვეღარ რა მასშტაბითაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ ძალადობდნენ, მაგრამ დღესაც ოპოზიციიდანაც მავნებლობენ, ძალადობენ. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს მათი გასამართლება, რომ იმის შიში აღარ გვქონდეს ჩვენ, მოქალაქეებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლოს იყოს პოლიტიკაში და შეეძლოს ოდესმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მე და მოქალაქეებიც ბევრად მშვიდად და წყნარად ვიქნებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდება. ესენი იმსახურებენ ამ ყველაფერს სამართლებრივად. მათ ჰქონდათ შანსი, რომ მოენანიებინათ წარსული. ბიძინა ივანიშვილმა მისცა ეს შანსი, თუმცა მათ ეს არ გამოიყენეს. პირიქით, გააგრძელეს და დღემდე ძალადობენ ადამიანებზე“, - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.