მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი იმ ადამიანების ლიდერი გახდა, ვინც გააცამტვერა, შეურაცხყოფა მიაყენა და მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული ეს რატომ გააკეთა - ის ასრულებს იმას, რასაც ავალებენ

მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი იმ ადამიანების ლიდერი გახდა, ვინც გააცამტვერა, შეურაცხყოფა მიაყენა და მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული ეს რატომ გააკეთა - ის ასრულებს იმას, რასაც ავალებენ

სალომე ზურაბიშვილს თავის უფლებამოსილებაში უწერია, რომ ის არის ყველას პრეზიდენტი, მაგრამ გახდა რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. იმ ადამიანებს სულში ჩააფურთხა, ვინც ის პრეზიდენტად აირჩია - განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია რადიკალურად იმიტომ შეცვალა, რომ ის არის უცხო ქვეყნის აგენტი და ასრულებს გარე დავალებებს.

„ის ადამიანებიც კი, ვინც „ქართულ ოცნებაზეც“ განაწყენებულები იყვნენ, რომ დაინახეს „ნაცების“ მობრუნების საშიშროება, ამ ქალთან დადგნენ და გაამარჯვებინეს. ის კი იმ ადამიანების ლიდერი გახდა, ვინც გააცამტვერა, შეურაცხყოფა მიაყენა. რამ უნდა გაიძულოს ამის შემდეგ, რომ შეცვალო შენი შეხედულებები და იმ ადამიანების გვერდში დადგე ვინც არ აგირჩია და იმათ უღალატო, ვინც აგირჩია. ზურაბიშვილს ძალიან კარგად აქვს გააზრებული ეს რატომ გააკეთა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარე ძალებთან. ის არის აგენტი, შემსრულებელი ამ რადიკალურ ფრთასთან ერთად. ის ასრულებს იმას, რასაც ავალებენ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მერაბ.g ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ კლარნეტზე აკვრევინებენ, ეს სულ არაა ჩვენი საქმე; ზურაბიშვილს დავალება აქვს მისი ლენჩი შვილების უმაღლეს სამსახურებში მომწყობებისგან, უნდა მეორედ პრეზოდენტობა და ესაა მისი მოტივი! ქოცებო წესიერად წარმართეთ საარჩევნო კომპანია, თავი დაანებეთ ტყუილებს და მიუნჰაუზენობას, ხალხს მიეცით ნორმალური, შესრულებადი დაპირებები ... დაამარცხეთ მეცოცხეები და ზურაბიშვილის მათ არ გაჰყვება?
1 თვის უკან