თინა ბოკუჩავამ ნომინალური ციფრები ახსენა - ის ციფრები ასახავს კონკრეტულ წინსვლა საქართველოს ეკონომიკაში. სიღატაკე იყო მათ დროს, წეღან თქვა, ჩვენ, „ნაცმოძრაობამ“ სიღარიბიდან ამოვიყვანეთ ხალხიო. 34 პროცენტი იყო სიღარიბე ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობის შუა პერიოდში სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო „ქართული ოცნების“ პირობებში კი, ეს მაჩვენებელი 12 პროცენტამდე შემცირდა.
„ნულოვანი ეკონომიკა გაზარდეს რაღაცით ["ნაცმოძრაობამ"], როცა ნულია, შეიძლება მერე იმის გაზრდა - არ არსებობდა და გაზარდეს, ამას ქვია გაზრდა მათი აზრით. მაგრამ, რა სიღარიბე? 30 პროცენტი მხოლოდ ბოლო წელს გახდა, 37 პროცენტამდე გაიზარდა მათი მმართველობის შუა პერიოდში: 34 პროცენტი გახდა 37 თუ 39 თუ არ ვცდები და ბოლო წელს, ციფრებით მანიპულირების ხარჯზე, ხალხს რაღაც „გადაუგდეს“, მანამდე თვითონ ჭამდნენ მთელ იმ გაზრდილ ბიუჯეტს და 2012 წლამდე 4 პროცენტითაც კი არ იყო სიღარიბე მოკლებული, 34-ზე იყო ისევ დაბრუნებული 2003-დან 2011 წლამდე, რა სისულელეებს ლაპარაკობენ? დღევანდელი მონაცემები იცით ხომ? 30-დან 12 პროცენტამდეა შემცირებული, საქსტატიც ჰაერიდან ხომ არ მოიტანს მონაცემებს?
ერთი კრიტიკა მაგ ციფრების გაგიგიათ? უბრალოდ, დღეს მოვისმინეთ „ნომინალური ციფრები“ - რაღაც ახალი ფრაზა მოიგონა [თინა ბოკუჩავამ]. რეალური ეკონომიკაა გაზრდილი და რა ნომინალური ციფრები? უბრალოდ, ხალხს ატყუებს“, - განაცხადა მდინარაძემ.