ვალდებულებაც გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ მივიყვანოთ ბოლომდე, არა იმიტომ, რომ ისინი ამის ღირსნი არიან, არამედ, ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ გაიწმინდოს პოლიტიკური ველი და შემოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური მოთხოვნის პარტიები, პიროვნებები თუ ა.შ.
„მთავარი ჩვენი ვალდებულება არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე აღებული დაპირებები ან შეხედულებები. აქცენტი ჩვენ უნდა გავაკეთოთ არა გარე ძალების მიერ შეფასებაზე, რას იტყვის ესა თუ ის ორგანიზაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, სამართლებრივი ქვეყანა ვართ. ყველა ეტაპზე ვცდილობთ, რომ ნებისმიერი თემა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ნებისმიერი აქტორისთვის, ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენთან ადამიანის უფლებები დაცულია, ყველას ექნება იმის უფლება, რომ დაიცვას საკუთარი პიროვნებაც, ორგანიზაციაც, პარტიაც ა.შ. მაგრამ ის, რომ ჩვენ ეს არავისთან უნდა შევათანხმოთ და ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ეს უნდა გახდეს მთავარი.
პრეტენზიაა, რომ აქამდე რატომ არ გააკეთეთ ეს, ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით მიზეზი, რომ ერთი იყო სტრასბურგში მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ, ჩვენი სახელმწიფოს პაექრობა რუსეთის სახელმწიფოსთან 2008 წლის ომთან დაკავშირებით და უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა ასეთ ფონზე ამ საკითხის განხილვა. ახლა ეს ყველაფერი რომ დამთავრებულია, ვალდებულებაც გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ მივიყვანოთ ბოლომდე, არა იმიტომ, რომ ისინი ამის ღირსნი არიან, არამედ, ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის, აუცილებელია, რომ გაიწმინდოს ჩვენი პოლიტიკური ველი და შემოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური მოთხოვნის პარტიები თუ პიროვნებები, რომ გაჯანსაღდეს, გასუფთავდეს ეს პოლიტიკური ველი.
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენო ქვეყნისთვის. ამიტომ არის გადასადგმელი ეს ნაბიჯი. რა თქმა უნდა, დროც სწორად არის შერჩეული. ამიტომაც ვთხოვთ ჩვენ საზოგადოებას, რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, რა თქმა უნდა, მეცხრე არჩევნებია და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ძალა აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, მაგრამ როდესაც საუბარია მნიშვნელოვან პოსტულატებზე, რომელზეც თავიდანვე დავიწყე საუბარი, ამას სჭირდება გაერთიანება საქართველოსი“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.