ეს პროცესი ჩვენ შევამზადეთ და „ხალხის ძალას“ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის, რომ საზოგადოებისთვის მკაფიო გამხდარიყო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ნაცმოძრაობის გასამართლებასთან დაკავშირებით.
მან „ქართული ოცნების“ იმ ძირითად პოსტულატზე ისაუბრა, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭომ გაავრცელა და რომლის ერთ-ერთ ნაწილს ნაცმოძრაობის გასამართლება წარმოადგენს.
„რაც შეეხება ჩვენს ოცეულს, საარჩევნო კამპანიის დაწყებას, აღსანიშნავია რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე ჩაერთო და გზავნილები რომელიც მან განაცხადა რეგიონებში „ქართული ოცნების“ კამპანიის დროს ის რომ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ქუდზე კაცს, ის ოთხი პოსტულატი რომელიც გამოიკვეთა და ეს არის არა მარტო „ქართული ოცნების“, თუ ყველა კარგად გავიაზრებთ, ეს არის საქართველოს არსებული რეალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი პოსტულატები, რომლებიც ბოლო წლებში რა თქმა უნდა პირველი რასაც ეხება გასამართლებას იმ დანაშაულებრივი რეჟიმის რომელზეც ამ სტუდიაში არაერთხელ გვისაუბრია. მე თავად ვარ იმ ადამიანების რიგებში, რომელსაც მუდმივად ჰქონდა დისკომფორტი ამ ძალასთან და ფაქტებით ისინი ამტკიცებდნენ გარდა იმისა ხელისუფლებაში რა ჩაიდინეს, რას წარმოადგენდნენ ახლაც აგრძელებენ იმავეს. და ასახსნელი იყო საზოგადოებისთვის, რომ რატომ ვერ ვახერხებდით აქამდე მათ გასამართლებას. პრინციპში „გამჭვირვალობის კანონმა“ ყველას კარგად დაანახა თუ რა ძალები ებრძვის საქართველოს, როგორი ზეწოლის ქვეშ არის და როგორი ბრძოლა გვიწევდა, ჯერ კიდევ ჩვენს გუნდში იყო რამდენიმე მათი დამცველი, რომ ეს მსგავსი ფაქტის არსებობა, რომ ჩვენ ვინმე გავასამართლოთ, დანაშაულებრივი რეჟიმი, პარტია წარმოუდგენლად მიაჩნდათ და მუდმივი ბრძოლა იყო გარე ძალებიდან.
ეს პროცესი ჩვენ შევამზადეთ და „ხალხის ძალას“ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის, რომ საზოგადოებისთვის მკაფიო გამხდარიყო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში, რა აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რა პერსპექტივები აქვს, რა უნდა გააკეთოს ეკონომიკური განვითარების გზით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.