დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც სიის პირველ ოცეულში ხარ წარდგენილი. რა თქმა უნდა „ქართული ოცნების“ სიის ოცეულში არიან ის ადამიანები, რომელთაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებათ ამ საარჩევნო კამპანიის წარმართვაში და შემდგომ უკვე საპარლამენტო მუშაობაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
„ღირსეული ადამიანების კრებულია, როგორც ძველი, ასევე ახალი სახეებით. მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ იქნება „ქართული ოცნების“პოლიტიკის მიმართულებები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით და იმ ღირსების გათვალისწინებით, რაც ამ ადამიანებს მიუძღვით თავიანთ საქმიანობაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.