ზელენსკი: ამ დროისთვის უკრაინის ხელისუფლება ვერ ადასტურებს, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა ირანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები

ზელენსკი: ამ დროისთვის უკრაინის ხელისუფლება ვერ ადასტურებს, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა ირანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის უკრაინის ხელისუფლება ვერ ადასტურებს, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა ირანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები.

“ირანულ რაკეტებთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ იგივე ინფორმაცია, რაც ვიხილეთ მედიაში, ყოველგვარი დეტალების გარეშე. მე მივიღე ეს ინფორმაცია დაზვერვის დონეზე პარტნიორებისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჯერ ვერ დავადასტურებ შესაბამისი რაკეტების გამოყენებას”, -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.