გიორგი შაშიაშვილი: დღეს ჩვენი ნაკრები იმდენად გაიზარდა და იმდენად კარგ ფეხბურთს თამაშობს, რომ ძალიან დიდ ნაკრებსაც გაუჭირდება ჩვენთან თამაში

გიორგი შაშიაშვილი: დღეს ჩვენი ნაკრები იმდენად გაიზარდა და იმდენად კარგ ფეხბურთს თამაშობს, რომ ძალიან დიდ ნაკრებსაც გაუჭირდება ჩვენთან თამაში

დღეს ჩვენი ნაკრები იმდენად გაიზარდა და იმდენად კარგ ფეხბურთს თამაშობს, რომ ძალიან დიდ ნაკრებსაც გაუჭირდება ჩვენთან თამაში, - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მან ეროვნული ნაკრების თამაშები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი სწორად ხედავს შემადგენლობა, როგორ უნდა გადაანაწილოს. გიორგი შაშიაშვილის თქმით, ნაკრები კარგად გააზრებულ და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს.

„ძალიან ძლიერი ნაკრები ვართ და ეს გამოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე. ამის გაგრძელებას მთლიანად ველოდებოდით სულ ყველა და რატომღაც ყველას გვჯეროდა რომ ასეც მოხდებოდა. ჩეხებს ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ასეთი ანგარიშით დამარცხდებოდნენ. ძალიან რთული იყო ამის წინასწარმეტყველება. ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე. ძალიან კარგად და ორგანიზებულად ჩაატარეს ჩეხეთთან თამაში, ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული. თვითონ ჩეხებმაც აღიარეს. ვერ მიხვდნენ როგორ დამარცხდნენ და რა უნდა ეთამაშათ.

რაც შეეხება ალბანეთთან თამაშს, ჩვენი ნაკრები ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, იცოდნენ რა უნდა გვეთამაშა. ერთი ის იყო, რომ მათ პრობლემა ალბათ ის შეექმნათ, რომ პირველ ტაიმში, როდესაც 0:0 იყო ანგარიში და მეორე ტაიმში უკვე ჩათვალეს, რომ მათ უნდა მეტი შემოეტიათ რომ ანგარიში უფრო წაეყვანათ, ამ დროს უკვე ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალობა ძალიან კარგად გამოჩნდა და ინდივიდუალურად შევქმენით ის მომენტიც რომელიც ქოჩორაშვილმა ინდივიდუალურად გაიარა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. უძლური იყო მეკარე და ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა.

დღეს ჩვენი ნაკრები იმდენად გაიზარდა და იმდენად კარგ ფეხბურთს თამაშობს, რომ ძალიან დიდ ნაკრებსაც გაუჭირდება ჩვენთან თამაში. მაქვს ამის იმედი რომ ამ ხარისხს, ამ ტემპს ბიჭები შეინარჩუნებენ და მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ სიხარულს მიანიჭებენ გულშემატკივარს“, - განაცხადა გიორგი შაშიაშვილმა.